რესტორანი "სატრაპეზო" გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით, კომფორტული და მყუდრო ატმოსფეროთი, ასევე ქართული და ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძებით. მომსახურების გამარტივების და კომფორტის შექმნის მიზნით რესტორანი სარგებლობს "მიმტანის გამოძახების უსადენო პეიჯერული სისტემით", რომლითაც ნებისმიერ დროს მისული სტუმარი შეძლებს ინდივიდუალურად ისარგებლოს მაგიდის მომსახურებით როგორც, დახურულ დარბაზებში, ასევე, ვერანდაზე და ეზოში. გარდა ამისა, "სატრაპეზო"–ს სამზარეულო გამოირჩევა ეკოლოგიურად ჯანსაღი სოფლის ნობათის პროდუქტებზე მომზადებული კერძებით და საკუთარი საცხობიდან ცომეულის ფართო არჩევანით.