რეზერვაციის გაკეთება

იმისათვის, რომ გააკეთოთ რეზერვაცია RESERVED.GE-ზე, საჭიროა იყოთ რეგისტრირებული მომხმარებელი ჩვენს საიტზე. მას შემდეგ, რაც გაივლით რეგისტრაციას და შეხვალთ თქვენს პროფილში, რეზერვაციის განხორციელებისათვის საჭიროა გაიაროთ

4 საფეხური:

საფეხური 1: საიტის ზედა ნაწილში მონიშნეთ თქვენთვის სასურველი ქალაქი.

საფეხური 2: ძიების მთავარ პანელში აირჩიეთ კატეგორია შემოთავაზებული ტიპებიდან. თუ გაქვთ ინფორმაცია მიუთითეთ სასურველი ობიექტის სახელი და მისამართი. ასევე მონიშნეთ ვიზიტისათვის სასურველი თარიღი, დრო და ვიზიტორთა რაოდენობა. ძიება შეგიძლიათ განახორციელოთ აღნიშნული მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ მითითებით. თუ არ ეძებთ რაიმე კონკრეტულს, შეგიძლიათ მონიშნოთ ყველას ნახვა მთლიანი ობიექტებისათვის.

 

საფეხური 3: ძიების მთავარი პანელიდან თქვენ მოხვდებით საძიებო გვერდზე, სადაც წარმოდგენილი იქნება თქვენი ძიების შესაბამისი ობიექტები. აღნიშნული ობიექტებიდან თქვენ ირჩევთ ნებისმიერს და ეცნობით დეტალურად ინფორმაციას ან კიდევ ერთხელ ფილტრავთ შედეგს ფილტრაციის ტიპების მიხედვით.

საფეხური 4: არჩეული ობიექტის რეზერვაციის გვერდზე ამოწმებთ მოცემული წუთისათვის თუ არის სასურველ დღეს და დროს თავისუფალი ადგილები, მიყვებით ინსტრუქციას და აკეთებთ ჯავშანს. დამატებითი სერვისის არსებობისა და შეძენის სურვილიდან გამომდინარე აკეთებთ არჩევანს.  

    

თქვენს კალათაში გადასვლის შემდეგ გადამისამართდებით თიბისი ბანკის დაცულ გადახდის გვერდზე.

 

დამატებითი რჩევები:

  • - ძიების დროს გამოიყენეთ ფილტრაცია.
  • - რეზერვაციის გვერდზე დაამატეთ სპეციალური თხოვნა, მაგალითისთვის თქვენი საყვარელი ადგილი, ან სურპრიზი დაბადების დღის               აღსანიშნავად.
  • - რეზერვაციის გვერდზე მიუთითეთ ვის სახელზე ხორციელდება რეზერვაცია, თუ იგი სხვის სახელზე გსურთ.

 

საიტი და მისი ყველა ფუნქცია საუკეთესოდ ადაპტირებულია Google Chrome ვებ–ბრაუზერისთვის!