• როგორ დავრეგისტრირდე RESERVED.GE-ზე?
    • ეს მარტივია. საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში დააწექით „შესვლა“-ს, სადაც ნახავთ რეგისტრაციის ღილაკს. შეავსეთ მოცემული ფორმა თქვენი დეტალებით. მითითებულ ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ წერილი რათა დაადასტუროთ შევსებული ინფორმაციის სიზუსტე. მოცემულ ლინკზე გადასვლით თქვენ ავტომატურად გაგიაქტიურდებათ პროფილი.

  • რეზერვაციის დასრულების შემდეგ საჭიროა თუ არა ობიექტთან დარეკვით დადასტურება?
    • არა. დასრულებული რეზერვაციები RESERVED.GE-ზე რეზერვაციის განხორციელების მომენტალურად არის გარანტირებული და დადასტურებული.

  • საჭიროა თუ არა დადასტურებული რეზერვაციის ამობეჭვდა და ადგილზე წარდგენა?
    • არა. მხოლოდ საჭიროა დაჯავშნილ დროს და დღეს მიხვიდეთ ობიექტზე, წარადგინოთ თქვენი რეზერვაციის კოდი და აღნიშნოთ რომ მიხვედით RESERVED.GE-დან.

  • როგორ შემიძლია განვაახლო ჩემი პირადი ინფორმაცია?
    • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პირად პროფილში შესვლისას მარცხნივ განთავსებულ ინფორმაციაში ნახავთ „რედაქტირება“ ღილაკს. აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ინფორმაცია, პაროლის ჩათვლით.

  • როგორ გავაკეთო შეფასება?
    • შეფასების გაკეთებემდე არის რამოდენიმე კვალიფიკაცია სანამ იგი გამოჩნდება საიტზე:

      – თქვენ რეგისტრირდებით RESERVED.GE-ზე და ახორციელებთ რეზერვაციას მონაწილე ობიექტში.

      – ვიზიტის შემდეგ მომხმარებლის პროფილში არსებულ „გასულ რეზერვაციებში“ შეფასების დამატების ლინკის დახმარებით ავსებთ შესაბამის ფორმას.

      – თქვენს მიერ მინიჭებული რეიტინგი და შეფასება გაივლის ინტერესების შესაბამისობის სტანდარტებს რათა იგი გამოქვეყნებულ იქნას საიტზე.

  • რა ხდება მაშინ თუ ვიგვიანებ?
    • თუ დაგვიანების ვადა დაგეგმილ დროს 30 წუთით აღემატება, მაშინ ობიექტი უფლებას იტოვებს გააუქმოს არსებული რეზერვაცია.

  • შემიძლია რეზერვაცია სხვის სახელზე რომ გავაკეთო?
    • დიახ. იმისათვის, რომ გააკეთოთ რეზერვაცია სხვის სახელზე და საჩუქრად გადასცეთ იგი მას, რათქმაუნდა უნდა იყოთ რეგისტრირებული მომხმარებელი RESERVED.GE-ზე, აირჩიოთ სასურველი ობიექტი და ამ ობიექტის რეზერვაციის ტაბში შესაბამისი თარიღისა და დროის შემოწმების შემდეგ თქვენ მიიღებთ შემდეგ ინფორმაციას:

      მიუთითებთ სასურველი პიროვნების სახელს და გვარს და დაასრულებთ რეზერვაციას. ხოლო, რეზერვაციის დასტურით მიღებულ ID-ის გადასცემთ იმ პიროვნებას ვის სახელზეც განახორციელეთ რეზერვაცია.

  • აისახება თუ არა ჩემს პროფილში რეზერვაციები გაკეთებული მობილურით ან პლანშეტის მოწყობილობებით?
    • კი, თუკი გამოიყენებთ იგივე ელ-ფოსტას და პაროლს რასაც იყენებთ ჩვეულებრივ RESERVED.GE-ს საიტზე, ყველა თქვენს მიერ განხორციელებული რეზერვაცია აისახება თქვენსავე პროფილში, იმის მიუხედავად, თუ საიდან დაჯავშნეთ; იქნება ეს მობილური, პლანშეტი თუ კომპიუტერი.

  • როგორ ვნახო, შევცვალო ან გავაუქმო ჩემი რეზერვაციები?
    • 1) გთხოვთ, შეხვიდეთ RESERVED.GE -ზე თქვენი ელ-ფოსტით და პაროლით. თუ თქვენ ჯერ არ ხართ RESERVED.GE-ს წევრი შეგიძლიათ დარეგისრირდეთ აქ.

      2) როდესაც თქვენს პროფილში იმყოფებით მარჯვენა მხარეს განთავსებულია საინფორმაციო უჯრა, სადაც თავმოყრილია ყველა თქვენს მიერ განხორციელებული რეზერვაციები. ჩამონათვალში ნახავთ ყველა თქვენს მომავალ რეზერვაციებს.

      3) ნახვა- რათა დეტალურად ნახოთ მომავალი რეზერვაცია აირჩიეთ ღილაკი „დეტალებ“-ი, აქვე შეგიძლიათ ამობეჭდოთ სურვილისამებრ.

      4) შეცვლა/რედაქტირება - რეზერვაცია დასტურდება მომენტალურად. თუ რაიმე ცვლილებები გაქვთ გეგმებში გააუქმეთ რეზერვაცია რაც შეიძლება მალე და გააკეთეთ ახალი.

      5) გაუქმება- რათა გააუქმოთ რეზერვაცია იგი უნდა იყოს დაჯავშნილი 24 საათით ადრე მისვლის თარიღამდე. მის გასაუქმებლად აირჩიეთ „გაუქმება“ ღილაკი მომავალ რეზერვაციებში. რათა გაუქმება წარმატებით განხორციელდეს დაადასტურეთ იგი.