მოხმარების პირობები

 

გამოყენების პირობები

 

მოგესალმებით RESERVED.GE-ის ვებ გვერდზე (შემდგომში „საიტი“). წინამდებარე ხელშეკრულებით წარმოდგენილი ყველა პირობა (შემდგომში „ხელშეკრულება“) სავალდებულოა მომხმარებლისათვის (შემდგომში „მყიდველი“, „მომხმარებელი“, „თქვენ“) და RESERVED.GE -სთვის (შემდგომში „შუამავალი“, „ჩვენ“). RESERVED.GE არის მყიდველსა და კომპანიას (შემდგომში „გამყიდველი“, „კომპანია“, „ობიექტი“) შორის შუამავალი. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. RESERVED.GE-ის ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ამ პირობებზე. ყველა ქვემოთ მოცემული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ საიტით და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ საიტითა და ჩვენი მომსახურეობით სარგებლობა.

ხელშეკრულების დადების სრულ და უპირობო თანხმობად ითვლება მომხმარებლის RESERVED.GE-ის საიტზე რეგისტრაცია და პროფილის შექმნა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება პროფილის შექმნიდან პროფილის გაუქმებამდე პერიოდით.

 

 

შუამავალი

შუამავლის უფლებამოსილება შემოიფარგლება იმით, რომ საიტზე გამყიდველს მისცეს საშუალება წარმოადგინოს საკუთარი მომსახურება და მომსახურების პირობები. შუამავალი ასევე უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ გამყიდველთან საიტის შუამავლობით შეძენილ მომსახურებაზე მიაწოდოს რეზერვაციის ID (უნიკალური კოდი), როგორც გამყიდველს, ასევე მომხმარებელს. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამყიდველსა და მომხმარებელს შორის. მომხმარებლის ყველა პრეტენზია მომსახურებასა და მის პირობებზე პირდაპირ წარედგინება გამყიდველს შუამავლის გარეშე. შუამავალი გამყიდველის მიერ მომსახურებისა და პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი არ არის.

 

მომხმარებელი

მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მის ელ. ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე შუამავლის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის სარეკლამო ხასიათის.

მომხმარებელს აქვს უფლება ისარგებლოს RESERVED.GE-ის მომსახურებით, იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენს ზუსტ და სწორ ინფორმაციას რეგისტრაციის დროს და მოახდენს ამ ინფორმაციის განახლებას შეცვლის შემთხვევაში.

ნებისმიერი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა მომხმარებელსა და შუამავალს შორის (ელ. ფოსტა, კომენტარი საიტზე, შეფასება საიტზე და სხვა) ჩაითვლება არაკონფიდენციალურ და არასაკუთრებრივ ინფორმაციად. მომხმარებელი თანახმაა, რომ ასეთმა ინფორმაციამ  შუამავლის გადაწყვეტილებისამებრ განიცადოს მოდიფიკაცია, გამოქვეყნდეს და გამოყენებულ იქნეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, ან არ გამოქვეყნდეს.

მომხმარებელი თანახმაა, რომ გამყიდველის მიერ შუამავლის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშრებით ყველა სახის პრეტენზია შუამავლის გარეშე მიმართულ იქნება უშუალოდ გამყიდველისადმი.

 

საიტის ფუნქციონირება

მყიდველი საიტის ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ახორციელებს გამყიდველისგან მომსახურების შეძენას. მომსახურება გულისხმობს რეზერვაციის განხორციელებას წინასწარ გამყიდველის სერვისის ან/და პროდუქტის მისაღებად. მყიდველისათვის გამყიდველთან შეძენილი სერვისის ან/და პროდუქტის მომსახურების მისაღებ მტკიცებულებას წარმოადგენს რეზერვაციის ID (უნიკალური კოდი), რომელიც მომხმარებელს უფიქსირდება შექმნილ პროფილში. სხვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მყიდველს შეძენილი აქვს მომსახურება გამყიდველთან არ განიხილება. მომხმარებელს ექნება საშუალება მომსახურება შეიძინოს წინასწარ გამყიდველიდან რამოდენიმე საშუალებით. მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ადგილის წინასწარ რეზერვაციას ან ობიექტზე წინასწარ მომსახურების ან/და პროდუქტის შეკვეთას. მომსახურების წინასწარ შეძენისას გამყიდველმა შეიძლება  მოითხოვოს მომსახურების ანაზღაურება წინასწარ ან ადგილზე ვიზიტისას. აღნიშნული განმარტებული იქნება გამყიდველის რეზერვაციის გვერდზე.

მომხმარებელი შუამავლის საანგარიშსწორებო ანგარიშზე საიტზე მოცემული ელექტრონული გადახდის მექანიზმით რიცხავს თანხას მის მიერ შერჩეული სერვისის ოდენობის შესაბამისად. თანხის გადახდის ყველა ხარჯს ანაზღაურებს მომხმარებელი.

გამყიდველის მიერ დაწესებული გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს აქვს უფლება გამყიდველთან შეძენილი მომსახურება გააუქმოს საიტის მეშვეობით ვიზიტამდე 24 საათით ადრე. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ახორციელებს სერვისის შეძენას ვიზიტამდე 24 საათზე ნაკლებ დროში, მას ამ შემთხვევაში არ ექნება შეძენილი სერვისის გაუქმების საშუალება. მომხმარებლის მიერ შეძენილი სერვისის გაუქმება ხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც საიტზე განხორციელდება გაუქმების მოთხოვნა. ნებისმიერი სხვა საშუალება (სატელეფონო ზარი შუამავალთან, სატელეფონო ზარი გამყიდველთან, შეტყობინება ელ. ფოსტის საშუალებით და სხვა) სერვისის გასაუქმებლად არ განიხილება შუამავლის მიერ ვალიდურად და ასეთ შემთხვევაში სერვისის ღირებულება არ იქნება ანაზღაურებადი.

ვიზიტამდე 24 საათით ადრე გაუქმებულ სერვისზე მომხმარებლის ბარათიდან თანხის ჩამოჭრა აღარ განხორციელდება. 

მაშინ, როდესაც მომხმარებელი არ აუქმებს რეზერვაციას და არ მიდის გამყიდველთან მას ეს რეზერვაცია ავტომატურად გაუუქმდება და მომსახურებისთვის გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.

 

შეძენილი სერვისის არ გამოყენება და გაუქმება

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი საიტის მეშვეობით შეძენილი სერვისის ხარისხს როგორც მომხმარებლებისათვის ასევე გამყიდველებისათვის. იმ მიზნით, რომ არ შეიქმნას სერვისის გაუმართაობა და მოხდეს გამყიდველების ინტერესების სრული დაცვა მომხმარებელი ვალდებულია გამოიყენეოს შეძენილი სერვისი ან, თუ ვერ ახერხებს მის გამოყენებას, გააუქმოს სერვისი ვიზიტამდე 24 საათით ადრე. გამყიდველს აქვს უფლება შეზღუდოს შეძენილი სერვისის გაუქმება, რაზეც განმარტება წინასწარ იქნება წარმოდგენილი საიტზე გამყიდველის საინფორმაციო გვერდის მეშვეობით. მომხმარებელი ვალდებულია შეძენამდე გაეცნოს მისთვის საინტერესო კონკრეტული გამყიდველის შესაძლო შეზღუდვებს გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

ფასები და გადახდები

საიტზე მოცემული ყველა ფასი არის სწორი მათი გამოქვეყნების დროისთვის, მაგრამ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ მომავალში შევცვალოთ ისინი. ფასები მოიცავს შესაბამის დამტებითი ღირებულების გადასახადს (დღგ-ს) და წარმოდგენილია ლარებში. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას პერიოდულად შევცვალოთ, მათ შორის შევამციროთ, ხელმისაწვდომი პროდუქციის ან/და მომსახურების  ჩამონათვალი. ნებისმიერი პროდუქციის ფასი, რომელიც მოცემულია საიტზე და განთავსებულია პარტნიორი ობიექტის მიერ, ასახავს იმ ფასებს, რომელსაც იგი თავად აწესებს განთავსების დროს. ობიექტი თავად უზრუნველყოფს მათ მუდმივ განახლებას.

საიტზე რეზერვაციისათვის საჭიროა განახორციელოთ გადარიცხვა. რეზერვაცია შეიძლება მოიცავდეს „პიროვნების ფასს“ და „რეზერვაციის ფასს“. პიროვნების ფასი გულისხმობს ერთ ადამიანზე განხორციელებული რეზერვაციის ფასს, რომელსაც იხდით გარანტიის სახით და შემდგომ ობიექტზე ვიზიტისას გექვითებათ საერთო შეძენილი მომსახურების ან/და პროდუქციის ღირებულებიდან. რეზერვაციის ფასი წარმოადგენს რეზერვაციისათვის საჭირო ფიქსირებულ ღირებულებას. როდესაც თქვენ ახორციელებთ მხოლოდ კონკრეტული თავისუფალი ადგილის რეზერვაციას, შესაბამის გვერდზე შეიძლება იყოს გამოტანილი პიროვნების ფასი ან/და რეზერვაციის ფასი. ხოლო, თუ ობიექტი იძლევა მენიუს არჩევის შესაძლებლობას, ამ შესაძლებლობით სარგებლობის შემთხვევაში, პიროვნების ფასი გაუქმდება რეზერვაციის დროს. ასევე, თუ ობიექტს განსაზღვრული აქვს ადგილზე მომსახურების საკომისიოს წინასწარ გადახდა, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ეს ინფორმაცია მიიღოთ გადახდამდე.

გადახდა უნდა განხორციელდეს პროდუქციის ან/და მომსახურების შეკვეთის დროს მოქმედი საკრედიტო ან სადებეტო ბარათით (Visa/Mastercard). იმისთვის, რომ ონლიან გადახდა იყოს უსაფრთხო, თქვენი საკრედიტო/სადებეტო ბარათის დეტალები დაიშიფრება, რათა მოხდეს იმის დადასტურება რომ წარმოდგენილი ბარათი არის მოქმედი და მასზე ირიცხება გადახდისთვის შესაბამისი რაოდენობის თანხები. თქვენმა საკრედიტო კომპანიამ შეიძლება ასევე განახორციელოს უსაფრთხოების შემოწმება, იმისათვის რომ დაადასტუროს რომ ნამდვილად თქვენ აკეთებთ გადახდას. თქვენი ბარათის მონაცემები გადახდის მომენტში არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის ან მესამე პირებისთვის და შესაბამისად ჩვენ არ ვუზრუნველყოფთ მასზე არსებული ინფორმაციის შენახვას. აღნიშნული მომსახურება ხორციელდება ჩვენთვის შესაბამისი სერვისის მომწოდებელი კომპანიის მიერ.

 

შეწყვეტა

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ ან შევწყვიტოთ საიტის ფუნქციონირება ან ნებისმიერი მომსახურება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი არჩევანისამებრ, ნებისმიერი მიზეზით შევწყვიტოთ წინამდებარე ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინების გარეშე. ასევე, წინამდებარე ხელშეკრულება ავტომატურად შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაარღვევთ ნებისმიერ პირობას, რომელიც მოცემულია აღნიშნულ ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში თქვენ დაუყოვნებლივ შეგიწყდებათ საიტზე შესვლისა და მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეძენილი ნებისმიერი სერვისი შენარჩუნდება იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც კონკრეტულად ამ სერვისს ეხება და დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულებაში.  

 

გარანტიებზე უარის თქმა 

ჩვენ წარმოგიდგენთ საიტს და მომსახურებას იმ სახით “როგორიც ის არის,” „ყველა ხარვეზით,” და “როგორც ხელმისაწვდომია.” ჩვენ, ჩვენი მომწოდებლები და პარტნიორები არ ვახორციელებთ სპეციალურ უზრუნველყოფასა და გავცემთ გარანტიას ვებ-გვერდთან, მომსახურებასთან და შეთავაზებებთან მიმართებით. რამდენადაც ეს მაქსიმალურად დასაშვებია კანონმდებლობით, ჩვენ და გამყიდვლები უარს ვაცხადებთ ნაგულისხმევ გარანტიებზე, რომ ვებ-გვერდი და მომსახურება სარგებლობს მოთხოვნით ბაზარზე, ან გამოსადეგია ვაჭრობისათვის, არის დამაკმაყოფილებელი ხარისხის მქონე, ზუსტი, დროული, გამოდგება კონკრეტული მიზნისა და საჭიროებისათვის, ან არ არის რაიმეს ხელყოფის გამომწვევი. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ ჩვენი საიტი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, არის უშეცდომო, სანდო, შეფერხების გარეშე ფუნქციონირებადი ან ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ ჩვენი საიტით, მათ შორის მისი მომსახურებით ან შეთავაზებით სარგებლობიდან გამომდინარე შედეგები იქნება ეფექტური, სანდო, ზუსტი, ან დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. ჩვენ არ გავცემთ არანაირ გარანტიას კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ არის მითითებული მოცემულ ხელშეკრულებაში. ჩვენ არ გავცემთ გარანტიას, რომ თქვენ შეძლებთ ვებ-გვერდზე შესვლასა და მისი მომსახურებით სარგებლობას ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს ან ადგილას. არანაირმა სიტყვიერმა ან წერილობითმა ინფორმაციამ ან რჩევამ, რაც გაცემული იქნება ჩვენი საიტის წარმომადგენლის მიერ არ უნდა შექმნას გარანტია. ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა  შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ-თაღლითობა და ვუზრუნველყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევებზე, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების შესვლით.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

თქვენი ერთადერთი და განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის საშუალება, ჩვენსა და თქვენს შორის წარმოშობილი დავის შემთხვევაში, არის თქვენს მიერ ჩვენი საიტით სარგებლობის შეწყვეტა. ჩვენი ან ჩვენი გამყიდვლების ან პარტნიორების პასუხისმგებლობა ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი და ყველა სარჩელისათვის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თქვენს მიერ ჩვენთვის წინა ერთი წლის განმავლობაში კონკრეტული სადავო მომსახურებებისათვის გადახდილი მთლიანი თანხის ოდენობას. ჩვენ და ჩვენი გამყიდვლები პასუხს არ ვაგებთ ნებისმიერი არაპირდაპირი, განსაკუთრებული, შემთხვევითი ზიანისათვის, რაც გამოწვეულია თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და მომსახურებით სარგებლობით ან სარგებლობის უუნარობით ან თქვენი ნდობით ვებ-გვერდისა და მომსახურების მიმართ. ზემოხსენებული პასუხისმგებლბის გამორიცხვის წესები ასევე გამოიყენება ნებისმიერი სარჩელის მიმართ, რომელიც ეხება დაკარგულ შემოსავალს, დაკარგულ მონაცემებს, კეთილგანწყობის დაკარგვას, მუშაობის შეჩერებას, კომპიუტერულ ხარვეზს და გაუმართაობას, ან ნებისმიერ სხვა კომერციულ ზიანს ან დანაკარგს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ ვიცოდით ან უნდა გვცოდნოდა მსგავსი ზიანის დადგომის შესაძლებლობის შესახებ.

 

განმარტებები და ტერმინები

რეზერვაციის ID: ციფრებისგან შედგენილი უნიკალური კოდი. აღნიშნული კოდით ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება გამყიდველთან მომსახურების მიღების მიზნით. ეს კოდი უფიქსირდება მომხმარებელს პროფილში.

პიროვნების ფასი: ვებ–გვერდზე რეზერვაციის განხორციელების ფიქსირებული ღირებულება  ერთ ადამიანზე.

რეზერვაციის ფასი: ვებ–გვერდზე რეზერვაციის განხორციელების ფიქსირებული ღირებულება.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებლების პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, ამიტომ თქვენი პირადი მონაცემები ინახება უსაფრთხოდ და არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირისათვის.