ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

RESERVED.GE გახლავთ ელექტრონული სერვისის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს კომპანიებსა და მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში სერვისის გაყიდვისა და შეძენის მიზნით. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ ყოველი სერვისი უნდა იყოს სასიამოვნო გამოცდილება. აქედან გამომდინარე ჩვენი მისიაა: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევუწყოთ ხელი სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. 

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებელს იპოვოს სასურველი ადგილი მრავალი გარემოებისათვის. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით ონლაინ ძიების პლატფორმა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სახის ობიექტზე დეტალური ინფორმაციის გაცნობა და რეზერვაციის განხორციელება. რეზერვაციის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მომდევნო სამი კვირის პერიოდით.

ჩვენი პროგრამული სისტემა ეხმარება კომპანიებს საკუთარი სერვისის მრავალმხრივ წარმოჩენაში, ხოლო მომხმარებლებს აძლევს სერვისის მიღების კომფორტს, მოქნილობას და ინოვაციურ შესაძლებლობებს. ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამული გადაწყვეტილებები გარკვეულ წილად გაუმკლავდებიან ისეთ ტრადიციულ გამოწვევებს სერვისის მარკეტინგში, როგორიცაა: სერვისის ნაკლები ხელშესახეობა, სერვისისა და კომპანიის განუყრელობა, სერვისის განსხვავებულობა და მიმღების ნაკლები ჩართულობა.

ჩვენი საიტი წარმოადგენს ონლაინ რეჟიმში არსებულ პროგრამულ ეკოსისტემას, რომელიც სთავაზობს ელექტრონული სერვისის ფართო შესაძლებლობების გამოყენებას როგორც კომპანიებს, ასევე მომხმარებლებს. აღნიშნული ელექტრონული სერვისები მოიცავს ინფორმაციულ და ტრანზაქციულ მოდელებს, რითაც შესაძლებელია ყველა სახის სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.